უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, ჩვენს დროში, უკრაინა და პოლონეთი ერთი საერთო საფრთხის წინაშე დგანან, რაც სასიკვდილო საფრთხეა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ორივე სახელმწიფოსთვის, ყველა ქალაქისა და ყველა სოფლისთვის. ეს საფრთხე რუსეთია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
ყოველ წელს, ამ დღეს, პოლონეთი და უკრაინა პატივს მიაგებენ იმ მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინში დაიღუპნენ. დღეს უკრაინის სახელმწიფოს წარმომადგენლები პოლონეთის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ ერთობლივ სამგლოვიარო ლოცვებში როგორც უკრაინაში, ისე პოლონეთში.
უკრაინა თავის წვლილს შეიტანს იმ წლებში დაღუპულთა შესახებ ფაქტების სამართლიანად დადგენაში. მიმდინარეობს ყოფილი სოფლებისა და სამარხების ადგილების მოძიება და კვლევა. უკრაინა მზად არის, ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს. უკვე ორ დღეში ექსჰუმაციის სამუშაოები დაიწყება სოფლებში ოსტრივკისა და ვოლია ოსტროვეცკაში.
ჩვენ გვჭირდება სრული სიმართლე და მსხვერპლთა ქრისტიანული წესით პატივისცემა. მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, ჩვენს დროში, უკრაინა და პოლონეთი ერთი საერთო საფრთხის წინაშე დგანან, რაც სასიკვდილო საფრთხეა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ორივე სახელმწიფოსთვის, ყველა ქალაქისა და ყველა სოფლისთვის. ეს საფრთხე რუსეთია. როდესაც წარსულზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავეჭვდეთ ჩვენი ერების მომავალზე – უკრაინის, პოლონეთის და მთელი ევროპის მომავალზე“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.