საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა თავისი საქმიანობა პრეზიდენტის სასახლეში უნდა წარმართოს, - ასეთი მოსაზრება გამოთქვა ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით რესპოდენტთა 72%-მა.
კითხვაზე, „რომელ შენობაში უნდა იმუშაოს საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა?" - რესპოდენტების პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
-	პრეზიდენტის  სასახლეში - 72%;
-	სახელმწიფო კანცელარიაში - 5%;
-	ახალ რეზიდენციაში - 8%
-	პასუხი არ მაქვს - 15%
კვლევაში, რომელიც საკონსულტაციო კვლევითმა ჯგუფმა ჯი-სი-ჯიმ ჩაატარა, მონაწილეობა მიიღო 1281-მა რესპოდენტმა. 
მათ შორის 695 ქალი, 586 მამაკაცი. 
კვლევის მონაწილეთა პარტიული სიმპატიები:
32% - 410 რესპოდენტი - „ქართული ოცნება";
18% - 230 რესპოდენტი - „ნაციონალური მოძრაობა",
12% - 154 რესპოდენტი - სხვადასხვა პარტიები;
38% - 487 რესპოდენტი -  პარტიული სიმპატიების გარეშე;
კვლევაში მონაწილეთა ასაკი:
18-25 წელი - 225 რესპოდენტი
26-35 წელი -  215 რესპოდენტი
36-45 წელი -  228 რესპოდენტი
46-55 წელი - 231 რესპოდენტი
55 -65 წელი -  209 რესპოდენტი
65 წელზე ზევით - 173 რესპოდენტი
გამოკითხვა 11-13 ნოემბერს თბილისში პირდაპირი გამოკითხვის წესით ჩატარდა.