უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში ღამის საათებში მოსალოდნელი ნალექი მცირე თოვლის სახით. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სინოპტიკოსმა მაია ქააძემ განაცხადა, მცირე ნალექი თოვლის სახით წუხელ უკვე მოვიდა გუდაურში, სტეფანწმინდასა და ბაკურიანში.
მისივე განმარტებით, საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ძლიერი თოვას არ პროგნოზირებენ.
,,უახლოეს დღეებში 19 ნოემბრის ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია მცირე წვიმა. 19 ნოემბერს ველოდებით აღმოსავლეთის ქარის გაძლიერებას", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სინოპტიკოსმა მაია ქააძემ.