საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისა და დღის განმავლობაში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების სრულფასოვნად გასაშუქებლად, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" 17 ნოემბერს დილის 9 საათიდან გაიხსნება და დღის ბოლომდე იმუშავებს მედიაცენტრი.
17 ნოემბრის 12 საათიდან მედიაცენტრი უზრუნველყოფს ინაუგურაციის და სხვა ღონისძიებების პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას.
აკრედიტებულ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ უწყვეტ, ოპერატიულ რეჟიმში მიიღონ ვიდეო მასალა და პრეს-რელიზები, ადგილზე მოამზადონ და რედაქციებში გადააგზავნონ რეპორტაჟები, რის უზრუნველსაყოფად მედიაცენტრში განთავსდება საჭირო ტექნიკა.
დღის განმავლობაში მედიაცენტრში იმუშავებენ მთავრობის კანცელარიის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურების თანამშრომლები.
ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციები გაიცემა „თბილისი მარიოტში" განთავსებული მედიაცენტრში 16 ნოემბერს, 12-დან 18 საათამდე.
მასალის გამოყენების პირობები