17 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება დილის 11:00 საათიდან შეეძლებათ. ქციაში მონაწილეობას ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის მოსახლეობაც მიიღებს.
კონსულტაციებს და გამოკვლევებს სს "ჩემი ოჯახის კლინიკა"-ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს" წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ. პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, კარდიოლოგის, გინეკოლოგის, ნევროპათოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, თერაპევტის და ოჯახის ექიმის სამედიცინო მომსახურების მიღება მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.
უფასო სამედიცინო გამოკვლევებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები