18 ნოემბერს, სარემონტო  სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ნაკადულის ქუჩის და ნაკადულის I გასასვლელის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის I, II და III გასასვლელების  მაცხოვრებლებს. 
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან მოთხოვნამდე შეზღუდვა შეეხება: ჯანელიძის, ჟველაურის, ზვარეთის, არალეთის, ბჟოლეთის და მიმდებარე  ქუჩების მაცხოვრებლებს. 
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.