თბილსს კიდევ ერთი, განახლებული საგანგებო სიტუაციების სამსახურის პუნქტი შეემატა. ისნის რაიონში არსებული ძველი, ამორტიზირებული ობიექტი, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის გარე ფასადს და განახლდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი მოსასვენებელი და სავარჯიშო ოთახები. თბილისის მერიამ ობიექტისთვის ახალი, სამაშველო ამწე შეიძინა.
სამაშველო სამასახურის განახლებული შენობა, სადაც 70-მდე ადამიანია დასაქმებული დღეს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.
თბილისში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფილიალების რეაბილიტაციის პროგრამა 2008 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, განახლდა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა ქალაქის მასშტაბით არსებული 16-ვე ობიექტი, რაც სამსახურს შესაძლებლობას აძლევს სრული დატვირთვით იმუშაოს და 24 საათის განმავლობაში, თბილისელების უსაფრთხოებაზე იზრუნოს.