12 ივლისის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 13 რაკეტითა და სხვადასხვა ტიპის 115 დრონით მიიტანეს იერიში. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ 128 სამიზნიდან 102 გაანადგურა ან ჩაახშო.
მათივე ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა Х-59/69 ტიპის 9 მართვადი საავიაციო რაკეტა ; Х-31 ტიპის 4 რადარსაწინააღმდეგო რაკეტა; 115 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ან ჩაახშო: Х-59/69 ტიპის 7 რაკეტა; 95 დრონი.
დაფიქსირდა: Х-59/69 ტიპის 2 მართვადი საავიაციო რაკეტისა და 19 დამრტყმელი დრონის მოხვედრა 12 ლოკაციაზე;
ასევე, ნამსხვრევების ჩამოვარდნა კიდევ 12 ადგილზე.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, Х-31 ტიპის რადარსაწინააღმდეგო რაკეტებმა მიზნებს ვერ მიაღწიეს.