სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მის მიმართ გამოქმული ბრალდებების საპასუხოდ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებები ემსახურება ოფისის სტრატეგიული მიზნების ეფექტურად განხორციელებას და ნაკარნახევია კანონიერების, სამართლიანობისა და მიზანშეწონილობის პრინციპებით.
ნანუაშვილის თქმით, ძირითადი საფუძვლები , რომლებიც პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის გათავისუფლების მიზეზი გახდა არის შემდეგი: პირველი - ფაქტობრივ-სამართლებრივი , სახალხლო დამცველის პირდაპირი და ლეგიტიმური მითითების ბრალეული, უხეში შუსრულებლობა, რაც დაფიქსირებულია შიდა სამსახურებრივი მოკვლევის ოქმითა და სახალხო დამცველის #244 ბრძანებით.
"ეს ყველაფერი გასაჯაროებულია ნათია იმნაძის მიერ. გასათვალისწინებელია , რომ გათავისუფლებული პირების მიმართ უკვე მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა, რომელიც არ გასაჩივრებულა მანამდე. მეორე - მორალური მხარე. აღნიშნული პირები გამოირჩეოდნენ უკიდურესად არაკოლეგიარული და უხეში დამოკიდებულებით აპარატის სხვა თანამშრომელბს მიმართ. მათ არაერთხელ აქვთ ზეპირსიტყვიერი შენიშვნა მიღებული ამგვარი მოქმედების გამო, რაც დადასტურებულია შიდა სამსახურებრივი ოქმებით, გამოირჩეოდნენ უყურეადღებობით და უდისციპლონობით დაკისრებული მოვალეობების მიმართ. ადგილი ქონდა სახალხო დამცველთან არააკორდირებულ , შეუთანხმებელ მოქმედებას, რაც ქმნიდა სახალხო დამცველის საქმიანობის დისკრედიტაციის საშიაშროებას. მაგალითად, იგივე „ლიბერალისთვის" მიცემული შეუთანხმებელი ინტერვიუ, რასთან დაკავშჳრებითაც სახალხოდამცველი ინფორმირებული არ იყო. იგივე გამოცემაში ნათია იმნაძისგან არის ნახსენები ფრაზა,"ჩვენ ხელისუფლება დავინდეთ და არ გავაკრიტიკეთ, „ მაგრამ მას არამნაირი ფაქტი ან ინფორმაცია სხვა დარღვევევბის შესახებ,რომელიც ანგარიშში არ არის აღწერილი ჩვენთვის არ წარმოუდგენია, თუ მას ქონდა რაიმე სხვა ფაქტი და ეს დამალა ეს კიდევ სხვა რამეზე მეტყველებს. გარდა ამისა, მეორე მთავარი პრობლემა ამ მომენტში იყო ის, რომ სახალხო დამცველი არ უნდა იგებდეს სერიოზული პრობლემების შესახებ, მედიის საშუალებით საკუთარი თანამშრომლების მხრიდან, მათ მანამდე უნდა მოახდინონ სახალხო დამცველის ინფორმირება, სახალხო დამცველის განცხადებაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული არაკოლეგიალური და რაეთიკური განცხადებების გაკეთების შემთხვევაც დაფიქსირდა, როდესაც მან სამარცხვინო უწოდა ერთ-ერთ განცხადებას, მაგალითად სახალხო დამცველის შესახებ კანონის არასათანადოდ ცოდნამ, რაც გამოიხატება საკუტარი თანამდებობის ზედმეტად დამოუკიდებლობის შეგრძნებაში. მისი განმარტება , რომ სახალხო დამცველთან თანბხმდება მხოდლო ძრითადი საკითხები , დანარჩე საკითხებში კი დეპარტამენტი და მისი უფროსი მოადგილესთან ერათად არის დამოუკიდებელი, რაც ასევე წინააღმდეგობაში კანონთან. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექპსერთან ქცევის კოდექსის არცოდნა ,რაც ასევე შეიძლება ჩაითვალოს სამწუხარო მოვლენად/. ნათია იმნაძის განცხადება რომ მან გადახედა ქცევის კოდექს, თუმცა მას კარგად არ აქვს წაკითხული, ამასთან მისი განცხადებით იცის რა არის ინტერესთა კონფლიქტი, ოთარ კვაჭაძის არაკოლეგიალურ დამოკიდებულებას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევების მიმართ, როდესაც მან სიტყვა ბალანსტი უწოდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის 39 წევრს, მიუხედავად ამ პირთა მიმართ არსებული შენიშნვენბისა , მათ მიეცათ საკმარისზე მეტი დრო, 10 თვეზე მეტი, რათა წარმოეჩინათ თავი როგორც ოფისის ღირსეულ წევრებს, ისინი ასევე, სარგებლობდნენ სამსახურებრივი წახალისების ფორმებით, როგორც არის პრემია , ტრენგი საზღვარგარეთ და ა,შ . თუმცა ისინი მუშობით, ზიანს აყენებდნენ სახლახო დამცველის ოფისს , რის გამოც სახალხო დამცველი იძულებული გახდა მიეღო არცთუ ისე იოლი გადაწყვეტილება . სახალხო დამცველი აფსურდულს, გამაოგნებელს და უტიფარს უწოდებს ნათია იმნაძის ბრლადებებს იმისათან დაკავშირებით, რომ მისი და მისი მოადგილის განთავისუფელბა მოხდა სასჯელარსრულების დაწესებვულებაში არსებული მდგომარეობის კრიტიკის გამო და აღნიშნავს რომ აღნიშნული განცხადებები არაფერია, თუ არა მისი სახელის შეგნებული დისრკეტიდაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა" - განაცხადა უჩა ნანუშვილმა.
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის 3-მა თანამშრომელმა - მაია გიგინეიშვილმა, ამირან ნიკოლაიშვილმა და გურამ ბედნდიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს.
აღნიშნულმა პირებმა სამსახურის დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე მათი დეპარტლამენტის ყოფილ უფროსთან, ნათია იმნაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
მათი განცხადებით, აგვისტოში სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში სათვალთვალო კამერები უკანონოდ დამონტაჟდა, ამის შესახებ სპეციალური დასკვნა მოამზადეს, თუმცა მათი თქმით, სახალხო დამცველის ბრძანებით, აღნიშნული რეკომენდაციები ბაზიდან წააშლევინეს.
სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომლები კიდევ რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ, რომელთა გასაჯაროების უფლებაც უშუალოდ ომბუდსმენის და მისი მოადგილის ბრძანებით არ მიეცათ.
ომბუდსმენის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ნათია იმნაძის განცხადებით, უჩა ნანუაშვილი არ არის დამოუკიდებელი და იგი მთავრობის ზოგიერთ წევრთან ანგარიშვალდებულია.
როგორც იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე მან თათბირზე განუცხადა სახალხო დამცველს, რომ ამ შემთხვევის გამოსაკვლევად პროკურატურის მხრიდან ბოლომდე ყველაფერი არ გაკეთებულა და ნანუაშვილს ურჩია ომბუდსმენის აპარატი საგამოძიებო უწყებას გარკვეულწილად დახმარებოდა, თუმცა ნანუაშვილს აღნიშნულზე არავითარი რეაგირება არ მოუხდენია.
"დავსვი საკითხი, ხომ არ ღირდა, რომ რაღაცნაირად დაგვეკვალიანებინა სამართალდამცავი ორგანოები, რომ ცოტა უფრო შორს წასულიყვნენ თავიანთ გამოძიებაში. სახალხო დამცველმა ეს მოისმინა და არაფერი არ თქვა. ეს რამდენიმეჯერ გამეორდა და ფაქტია, რომ ასეთ თემებზე მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. ახლანდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არ არის დამოუკიდებელი და იგი შეზღუდულია გარკვეული სიტუაციებით და საბოლოო ჯამში, იგი არ არის ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან მას არ სურს რაღაც პრობლემებზე ღიად საუბარი. ალბათ ანგარიშვალდებულია ხელისუფლებაში მყოფ ზოგიერთ პირთან,"- განაცხადა ნათია იმნაძემ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმნაძემ მისი და მისი დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების - მაია გიგინეიშვილის, ამირან ნიკოლაიშვილის და გურამ ბედნდიაშვილის თანამდებობებიდან გათავისუფლების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის საფუძველი ომბუდსმენის აპარატის ყოფილი თანამშრომლების მიერ მომზადბული კრიტიკული ანგარიშები გახდა.
"მიმაჩნია, რომ დასახელებული მიზეზი არის ფორმალური და ჩვეი გათავისუფლება უკავშირდება იმას, რომ ჩვენს მიერ ობიექტურად ხდებოდა საჯელაღსრულების სისტემაში და სხვა დახურულ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის შეფასება. ჩვენ ვითხოვდით გარკვეული საკითხების გასაჯაროებას და ამის გამო ხშირად გვქონდა კამათი ხელმძღვანელობასთან,"- აღნიშნა იმნაძემ.