ჩვენი შეურაცხყოფაა თქვენი განათლების მინისტრობა - ამ სიტყვებით მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა, პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებულ გივი მიქანაძეს.
"თქვენ თქვით, რომ რეგიონებში დადიხართ, ალბათ თქვენ პარტმუშაკებს ხვდებით, რადგან რეგიონებში მეც დავდივარ და უამრავი პრობლემაა. თურმე არაშენებული სკოლები თქვენ არ გეხებათ, მაგრამ თუ რამე კეთდება სულ თქვენი დამსახურებაა - პასუხისმგებლობის თავიდან ასხლეტის კომპეტენცია ნამდვილად გაქვთ!
ჩემი კითხვა იყო, თუ რატომ არ განვიხილავთ სკოლებში კვების საკითხს, მაგრამ აბა რა გითხრათ - იგივე ესთეტიკა, იგივე პათეტიკა, იგივე უტიფრობა, რაც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებდა. არ შეცვლილხართ! ამიტომ გასაგებია თქვენი ფასადური დამოკიდებულება - რა თქმა უნდა, ფასადურად გგონიათ, რომ ამ უთანასწორობას ფორმები შეცვლის, მაგრამ სკოლებში მშიერი ბავშვი რომ ზის, ეს თქვენ არ გაღელვებთ“, - მიმართა განათლების მინისტრს გივი მიქანაძეს სოფიო ხორგუანმა.
ქრისტიანული მორალი მავალებს ვირწმუნო, რომ ადამიანი შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ასე არ არის. დღეს გველაპარაკებოდა არა განათლების მინისტრი, არამედ ის მინისტრის მოადგილე იმ სამინისტროსი, ვინც პატიმრები დაცხრილა. ჩვენი შეურაცხყოფაა თქვენი განათლების მინისტრობა დღეს. თქვენ თქვით, რომ რეგიონებში დადიხართ, მაგრამ ალბათ პარტ-მუშაკებს ხვდებით. იმიტომ, რომ მეც დავდივარ რეგიონებში და უამრავი პრობლემა აქვთ.
თურმე არაშენებული სკოლები თქვენ არ გეხებათ, მაგრამ თუ რამე კეთდება, სულ თქვენი დამსახურება არის. კომპეტენტური ნამდვილად ხართ, პასუხისმგებლობის ასხლეტვის კომპეტენცია ნამდვილად გაქვთ - იგივე უტიფრობა, იგივე პათეტიკა, რაც ნაცმოძრაობას ახასიათებდა. არ შეცვლილხართ", - უთხრა სოფიო ხორგუანმა გივი მიქანაძეს.