საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ღია საფრთხეა და ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ისინი იქიდან გავიდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კვიპროსში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კალასს შეკითხვა დაუსვეს, არის თუ არა კონსენსუსი წევრ ქვეყნებში მაგალითად რუსეთის ჯარის რაოდენობის შემცირებაზე ან ჯარების გაყვანაზე საქართველოდან და მოლდოვადან, ეს მისი იდეაა თუ ევროკავშირის?
"პირველი დიპლომატების არაფორმალურ შეხვედრაზე დამატებითი იდეებიც გაჟღერდა რაც შეეხება რუსულ ჯარებს საქართველოსა და მოლდოვაში, ეს ერთ-ერთი იდეაა, რადგან როდესაც ევროპის უსაფრთხოების ძირითად ინტერესებზე ვსაუბრობთ და როდესაც ეს ქვეყნები ცდილობენ ევროპულ გზაზე იყვნენ, მაშინ იქ რუსული ჯარების ყოფნა ღია საფრთხეა და ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ისინი იქიდან გავიდნენ. ამას არავინ არ ეწინააღმდეგება, ამიტომ ეს კვლავ განიხილება“, - განაცხადა კალასმა.