თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში კვალიფიციურმა ტრენერმა, ფილ ვარვიკიმ, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს სტუდენტებისა და ლექტორებისთვის სემინარი ჩაატარა და მსმენელებს LCCI -ის საერთაშორისო კვალიფიკაცია გააცნო.
LCCI საერთაშორისო კვალიფიკაციას სხვადასხვა მიმართულებით _ მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი, ადმინისტრირება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინგლისური ენა და ა.შ. _ მსოფლიოში ცნობილი უამრავი კომპანია აღიარებს. აღსანიშნავია, რომ ფილ ვარვიკი მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ბრაზილიაში, ჩინეთში, იტალიასა და არგენტინაში მოღვაწეობდა. ამჟამად კი, ჩეხეთის რესპუბლიკაში ენის შემსწავლელი სკოლის დირექტორია, გაერთიანებულ სამეფოში კი, _ საელჩოს საზაფხულო სკოლის აკადემიური მხარის კოორდინატორი.