არჩევნების შედეგის შემდეგ დანიის მთავრობა გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება დანიის პრემიერმა, მეტე ფრედერიქსენმა წარადგინა.
მედიის ცნობით, მეტე ფრედერიქსენმა გადადგომის შესახებ განცხადება მეფეს ოთხშაბათს წარუდგინა.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის გადადგომა ნორმალური პროცედურაა. ამ მომენტიდან იწყება ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ტრადიციულად ურჩევენ მონარქს, თუ ვის მიიჩნევენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
24 მარტს დანიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მეტე ფრედერიქსენის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. მემარცხენე-ცენტრისტულმა ბლოკმა, რომელიც სოციალ-დემოკრატებსაც მოიცავს, პარლამენტში საჭირო 90-ადგილიანი უმრავლესობიდან 84 ადგილი მოიპოვა. თავად პრემიერ-მინისტრის პარტიამ მხოლოდ 38 მანდატი მოიპოვა.