25 მარტის ღამეს, რუსეთის საჰაერო სივრცის ტერიტორიიდან დრონი ესტონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და ელექტროსადგურის საკვამურს შეეჯახა.
მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
დრონი ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის საჰაერო სივრცის მხრიდან შევიდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის ექსპერტები მუშაობენ. გამოძიებას სახელმწიფო პროკურატურა ზედამხედველობს, ხოლო საქმეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
„ამჟამად არსებული ინფორმაციის თანახმად, დრონი ესტონეთის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. ამჟამად იდგმება საწყისი ნაბიჯები და გამოძიება დაადგენს ზუსტ გარემოებებს“, - განაცხადა ესტონეთის გენერალურმა პროკურორმა ასტრიდ ასიმ.
მანამდე ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსეთიდან გაშვებული დრონი ჩამოვარდა.
„ადრეული გაფრთხილების სისტემებმა კრასლავის მხარეში აფეთქების მსგავსი ხმა დააფიქსირეს“, - ნათქვამია ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.