რესტორან "ფუნიკულიორში" პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მიხეილ სააკაშვილის ვახშამი საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.
რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტებით და ხმამაღალი შეძახილებით "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობის პერიოდს აპროტესტებდნენ.
"მიხეილ სააკაშვილი ხალხის სისხლში ცურავს, დაკარგა ტერიტორიები, უკანონოდ ჩამოართვა ადამიანებს ბიზნესი, ქვეყანაში არსებობდა უამრავი პოლიტპატიმარი, ქუჩაში ბიჭები დახვრიტეს და უამრავი საშინელება ჩაიდინა ამ ადამინმა და აღარ აქვს მას იმის უფლება, რომ ბედნიერი სახით, გაღიმებული დადოდეს საქართველოში, თბილისის ქუჩებში და ევროპელებს ატყუებდეს როგორი დემოკრატი პრეზიდენტი იყო ამ 9 წლის განმავლობაში,"- განაცხადა საპროტესტო აქციის მონაწილემ.