გაზეთ „პრემიერის" 16-22 ოქტომბრის ნომერში - რატომ არის „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" ბნელი მხარე, რა უფასო რჩევას აძლებს გიგი უგულავა ხელისუფლებას და რას ელოდება იგი პროკურატურისგან, როგორი გეგმები აქვს ნაციონალურ მოძრაობას და რა პროცესი შეიძლება იქცეს საქართველოში დემოკრატიის დასასრულად, ამის შესახებ მკითხველი დედაქალაქის მერთან ინტერვიუში გაიგებს.
მამუკა არეშიძე კი ინტერვიუში აჭარის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს. ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების" ლიდერებზე მის ხელთ არსებული კომპრომატების საჯაროდ გადაცემის ინიციტივას აჟღერებს.
„ქართული ოცნების" დეპუტატი ოთარ ჩრდილელი კი „წამსვლელ" თანაპარტილებს დროულად წასვლისკენ მოუწოდებს.
რა შეთხვევაშია შესაძლებლი საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად ჩაითვალოს და ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, ამის შესახებ „პრემიერს" ვალერი გელბახიანი ესაუბრა.
სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის სქემაზე ვახტანგ მაისაია საუბარობს.
აჭარაში და მის ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებს კი ადგილობრივი ლეიბორსტების ლიდერი დავით რობაქძის ინტერვიუში გაეცნობით.
თამარ ჩხეიძე "პრემიერისთვის" მიცეუმლ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოს მიერთება ერთბაშად ურჩევნია, „მაგრამ ივანიშვილი და მისი გუნდი ამას ვერ ახერხებს".
სერგი კაპანაძე კი პრემიერ-მინისტრის საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებთან დამოკიდებულებასა და ხელისუფლების მიერ კრიზისის პირობებში მოქმედების ადეკვატურობას აფასებს.
ირაკლი მაჭავარიანი დარწმუნებით აცხადებს, რომ „რუსეთს მოუწევს დათმობა, მხოლოდ დასავლეთის ზეწოლით".
რატომ დგას ქართული საზოგადოება მუდამ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის ზღვარზე, ამის შესახებ „პრემიერის" ანალიტიკურ წერილში შეგიძლიათ წაიკითხოთ.
მკითხველი ასევ გაეცნობა საზოგადოების დამოკიდებულებას ქვეყანის ოკუპაციასა და სამოქალაქო აქტოვობაზე.
გაზეთის ტრადიციულ რუბრიკაში „ძირითადი ტენდენცია" საკმაოდ საინტერესოდაა წარმოდგენილი გასული კვირის მოვლენების ანალიზი - „ბიძინა ივანიშვილს «მალიარობა» არ უნდა ანუ საოცრებათა უსასრულობა; «საშიშროების საბჭო»; მანდარინების დიპლომატია; სენატორ ლუგარის სახელობის საბიუჯეტი სეკვესტრი; უღიმღამო არჩევნები - მეორე ტური და მეორე ადგილი; ბირიულოვო - ევრაზიული კავშირის წინააღმდეგ".
რა მორიგ პროვიკაციას უმზადებს რუსეთის საქართველოს „აღმოსავლეთ ოსეთის" სახით ამის შესახებ გაიგებთ ანალიტიკურ მასალაში - „აღმოსავლეთ ოსეთი და მრავალნაცადი „სასარგებლო იდიოტი".
ტრადიცულად მკითხველი გაეცობა მასალებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე - ემზარ ჯგერენაია „საქართველოს ბანკისა" და თი-ბი-სი ბანკის მონოპოლიურ მდგონარეობაზე საუბრობს, ხოლო ნინო ევგენიძე ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე.
გაზეთი მკითხველს კვლავინდებურად საინტერესო მასალებს სთავაზობს კულტურის სფეროზე - „სიკვდილი სამოთხეში" - რეჟისორ კახა ბარამიძის ფილმზე „კანონი", „დაღლილი ოპიმისტის პარალელებში" კი ფოტოგრაფ ბესო უზნაძის ხელოვნებაზე წაიკითხავთ. კონომატოგრაფის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე ხელისუფლებას კინოთი დაინტერესებას ურჩევს.
რუბრიკაში ერთი სიყვარულის ისტორია, მკითხველი სოფი ლორენისა და კარლო პონტის „აკრძალულ რომანს" გაეცნობა.
გაზეთი აგრძელებს გიორგი ურგებაშვილის რომანის „ფანატიკოსი" ბეჭდვას. ასევე, რუბრიკაში პოეზია წარმოდგენილია გაგა ნახუცხრიშვილის ლექსები.
პაატა ქურდოვანიძის ტრადიცული რუბრიკა ფოტოისიტორია, გაზეთის ამ ნომერში სამეგრელოს მთავრის დავითის ძმისწულის - დავით (უჩა) კონსტანტინეს ძე დადიანის ცხოვრებას ეთმობა.
გაზეთი მკითხველს სხვა მრავალ საინტერესო მასალსა და პუბლიკაციას სთავაზობს.