წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დეკანოზ იაკობ აბაშიძეს მღვდელმსახურება აეკრძალა. ამის შესახებ 11 ოქტომბერს გამართული წმინდა სინოდის   განჩინებაშია აღნიშნული. 
,,წმინდა  სინოდმა იმსჯელა დეკანოზ იაკობ აბაშიძის ქმედებების შესახებ და დაადგინა:მოციქულთა კრების XXVI;  ტრულის კრების V და VI; ნეო-კესარიის კრების I;  წმ. ბასილი დიდის  XXXII კანონების საფუძველზე დეკანოზ იაკობ აბაშიძეს აეკრძალოს მღვდელმსახურება და  სინანულისთვის გაიგზავნოს ღირსი ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტერში", -ნათქვამია განჩინებაში.