„ჩემი ოჯახის კლინიკა" მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში არსებულ სათნოების სახლ „უზრუნველი სიბერეს" ესტუმრებიან.
აქციის ფარგლებში, ექიმები მოხუცებულებს უფასო სამედიცინო გასინჯვებს ჩაუტარებენ და საჩუქრად სხვადასხვა სახის საჭირო მედიკამენტებს გადასცემენ.
„ჩემი ოჯახის კლინიკის" პრესსამსახურის უფროსის თეონა ლალიაშვილის განცხადებით, „ჩემი ოჯახის კლინიკა" მუდმივად ატარებს საქველმოქმედო აქციებს და მომავალშიც გააგრძელებს.
„როგორც მოგეხსენებათ, „ჩემი ოჯახის კლინიკა" მუდმივად ატარებს უფასო გამოკვლევებს ხანდაზმულებისთვის, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის, დევნილებისთვის. ხშირად დავდივართ მათთან მოსანახულებლად და ვასაჩუქრებთ სხვადასხვა სახის ნივთებით თუ მედიკამენტებით.
ამჯერად „ჩემი ოჯახის კლინიკა" საქველმოქმედო აქციას გამართავს სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მდებარე სათნოების სახლ „უზრუნველ სიბერეში" მყოფი მოხუცებისთვის. აქციის ფარგლებში მათ ჩაუტარდებათ გამოკვლევები და გადაეცემათ საჭირო მედიკამენტები.
მომავალში გეგმაში გვაქვს უამრავი საინტერესო პროექტი. ჩემი ოჯახის კლინიკა ზრუნავს როგორც მოზარდების, ასევე უფროსი თაობის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე", - განაცხადა თეო ლალიაშვილმა.