4 ოქტომბერს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. „თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია: 
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კოჯრის და წავკისის მაცხოვრებლებს. 
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მშენებელთა დასახლების, ქაიროს და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. 
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV, V მიკრორაიონების, ბავშვთა სოფლის და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს. 
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ფოცხვერაშვილის, სურამის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 
მთაწმინდის რაიონი 
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ქუჩიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს