მოღალატე და პუტინის პაიკი _ ასეთი შეფასებები მოყვა ნინო ბურჯანაძისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. დეპუტატ გიორგი გაბაშვილის აზრით, განცხადებით ბურჯანაძე მოსკოვში არა საკუთარი ხალხისა და ინტერესების დასაცავად, არამედ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის ჩავიდა.
"ყოველთვის არსებობდნენ საქართველოში მოღალატეები რომლებიც ოცნებობდნენ ხელისუფლებაში მოსვლაზე ამ გზით ამ გზას აგრძელებს ქალბატონი ბურჯანაძე. ბუნებრივია ის საქართველოს ინტერესებისათვის მოსკოვში ჩასული არ არის, ის არის ჩესული მოსკოვში თავისი ინტერესებისათვის და შეეცდება როგორც პუტინის ერთ-ერთმა რიგითმა პაიკმა გაათამაშებინოს პუტინს ეს პარტია საქართველოში", _ აცხადებს გოკა გაბაშვილი.