თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან 14:00 საათზე აქცია გაიმართება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ,,გადარჩინე სიცოცხლე" ხელმძღვანელმა იური ვაზაგაშვილმა განაცხადა, აქციის მიზანია ხელისუფლებას მოსთხოვონ იმ დანაპირების შესრულება, რომელიც წინასარჩევნოდ დადეს, რომ აღადგენდნენ სამართლიანობას.
,,ხუთი თვის განმავლობაში ჩვენთან მოიდიოდა ხალხი და აპროტესტებდა, რომ კომუნიკაციის არ არსებობს ხელისუფლებასთან. ამიტომ ,,გადაარჩინე სიცოცხლემ'" აქციას ორგანიზება გაუწია და ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ. დღევანდელ აქციას ასევე შემოუერთდა წინააღმდეგობის მოძრაობა და ვეტერანები. ჩვენ გვაქვს შეკითხვები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებსაც აქციის დროს დავსვამთ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვაზაგაშვილმა.
მისივე განმარტებით აქცაიზე მოწვეული არიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
,, აქციაზე მოწვეული გვყავს, მთვაარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თბილისის მაჟორიტარები, ასევე პარალმენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე. ჩვენ მათთან გვაქს კითხვები, რომელსაც დავუსვამთ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი აქციაზე არ მოვლენ, ჩვენ მაინც გავაჟრერებთ მათი მისამართით დასასმელ კითხვებს და საზოგადოებას გავაგებინებთ რა ხდება და რას ვაპირებთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ხალხთან არ ჰქონდეს ურთიერთობა და კოჰაბიტაცია ჰქონდეს იმ სისტემასთან, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ვებრძოდით", _განაცახადა ვაზაგაშვილმა.
მისივე განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით სახალხო მოძრაობის დაწყება იგეგმება მთავარი მოთხოვნით დაიწყოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი.