გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს, შოთა ოდიშვილს, სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს.
"მოსამართლე ცეკვავამ, წითელ პარასკევს ადამიანი 10 დღით გაუშვა პატიმრობაში", - წერ მარიკა არევაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 9 აპრილის მემორიალთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც აქტივისტების ინფორმაციით, ცდილობდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მიტანილი ყვავილები ტერიტორიიდან გაეტანა.