ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა აცხადებს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში რეკორდული აქტივობა უნგრელების დემოკრატიულ სულისკვეთებას აჩვენებს.
„რეკორდული აქტივობა უნგრელი ხალხის დემოკრატიულ სულისკვეთებას აჩვენებს. მათ თავიანთი აზრი დააფიქსირეს და მათი ნება ნათელია. მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას პეტერ მაგიართან, რათა ევროპა უფრო ძლიერი და აყვავებული გავხადოთ“, - წერს ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში.