ხმების 29.21% დათვლის შედეგად ოპოზიციის ლიდერი პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს. ინფორმაციას მედია ეროვნული საარჩევნო ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 132 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 59 ადგილს. სავარაუდოდ, 8 ადგილს მოიპოვებს ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლო“.