"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ ლარსის გამშვები პუნქტის გახსნით "ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ყაზბეგის რაიონის დაკარგვას".
ეს განცხადება ლალიაშვილმა დღეს, პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, "ხელისუფლება მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებითY ექსპერტებისა და ოპოზიციის მოსაზრებებს სერიოზულად არ აღიქვამს, რაც სამწუხაროა".
"მე არ ვიცი რამდენ რუბლად თუ დრამად გაიყიდა ყაზბეგი, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ყაზბეგის დაკარგვას და ეს რის გამო მოხდა საიდუმლოდ რჩება", - აცხადებს ნიკა ლალიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნით აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ დღეს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სს მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი იყვნენ მიწვეულნი, რომლებმაც კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის გამო ქვეყანაში "არანაირ უარყოფით ცვლილებას" არ ელოდებიან.