პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია აცხადებს, რომ `რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ჩრდილოეთ კავკასიის სახით მალე მოუბრუნდება.~ ამის შესახებ განცხადება შოთა მალაშხიამ დღეს პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ერთობლივ სხდომაზე გააკეთა, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთის სამთავროს მიერთების 200 წლისთავს მიეძღვნა.
როგორც მან აღნიშნა, როცა რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიელების სახით დაშლა დაემუქრება, მათ საქართველოს მხარდაჭერა აუცილებლად ექნებათ.
,,მეოცე საუკუნეში, ჰიტლერმაც ვერ გაბედა სახელმწიფოს დაშლა და ეთნოწმენდა. ახლო მომავალში რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიელების სახით უკან მოუბრუნდება ის ქმედება, რაც საქართველოს მიმართ განახორციელა და მაშინ ჩრდილოეთ კავკასიელებს საქართველოს მხარდაჭერა აუცილებლად ექნებათ~, - განაცხადა მალაშხიამ.