"ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ `ოპოზიცია ერთმანეთს ჭამს და ამაზე კი ხელისუფლება ხითხითებს.~ ამის შესახებ განცხადება ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ პრაიმერის ჩატარების გადაფიქრებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ვეფხვაძის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე თვე არის დარჩენილი და ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა თუ რა ფორმით წარადგინოს ერთი კანდიდატი, ოპოზიციის ამ ფონზე კი ხელისუფლება აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწევა.
,,უგულავა დადის, აღმაშენებელი ვარო და აშენებს რაღაცას ოპოზიცია კი ერთმანეთს ვჭამთ, ამაზე კი ხელისუფლება ხითხითებს. ზოგიერთი ჩემი კოლეგა ქართულ სიმღერას ჰგავს ნურც მოფრინდები ნურც გაფრინდები. სჯობს ოპოზიცია იმაზე შეჯერდეს ვინ იქნება ერთიანი კანდიდატი'', - განაცხადა ვეფხვაძემ.