დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს შეხვდება.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე დღეს არსებულ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებს განიხილავენ.
„ პარლამენტი სექტემბრამდე ვერ მოახერხებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, რომელიც სამი თანამდებობის პირისთვის ორმაგი მოქალაქეობის საკითხს ეხება", - აცხადებს უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზურაბიშვილის შემთხვევა ადასტურებს, რომ ეს კონკრეტული აკრძალვა არასწორია.
"ჩემი წინადადება სალომეს პარტიის წარმომადგენლებთან იყო შემდეგი, რომ ძალიან გთხოვთ მითხარით, თავად რა გამოსავალს ხედავთ და მე მზად ვარ, რომ თუკი არსებობს სამართლებრივი გზა, თუნდაც ეს იყოს ვიწრო ბილიკი, მაგრამ სამართლებრივი გზა, რომ ვიმუშავოთ ამ მიმართულებით, მითხარით, მაგრამ თუ ასეთ გზას ვერ ვიპოვით, ყველა ვალდებული ვართ დავემორჩილოთ კონსტიტუციას და კანონს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.