ზუსტად 15 წლის წინ მოსკოვში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ტელეკომპანია "ORT"-ს პირველი გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი ვლადისლავ ლისტიევი მოკლეს.
რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 4 წლს წინ შეაჩერა ჟურნალიტის მკვლელობის გამოძიების საქმეზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ვლადისლავ ლისტიევი 1995 წლის წლის 1 მარტს მოკლეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, რომელსაც იგი სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს "ლიტიევის მკლელობასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებში ახლაც არ წყდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, თუმცა საქმის ხელახლა წარმოებაში მისაცემად არავითარი საფუძლევლი არ არსებობს".
რუსეთის გენპროკურატურა აცხადებდა, რომ ჟურნალიტის მკვლელობის საქმე 200 ზე მეტი ტომისგან შედგება. გამოძიება მკვლელობის ყველაზე რეალურ მიზეზად ჟურნალიტის საქმიანობას ასახელებს. რუსეთის გენერალური პროკურატურა ასვეე აცხადებს, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო.