დღეიდან, 1-ლი მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთნიკური უმცირესობების ენებზე, ახალი ფორმატით დაიწყებს მაუწყებლობას.
ეთნიკური უმცირესობებისთვის მომზადებულ საინფორმაციო გამოშვებებში გათვალისწინებული იქნება მათ რეგიონში მიმდინარე ამბები, სიახლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინფორმაციები კონფლიქტური რეგიონებიდან, ხელისუფლების პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ინფორმაცია თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე.
გარდა ამისა, თოქ-შოუ "ჩვენი ეზოც" ითარგმნება და უმცირესობებისთვის საინტერესო ფორმატით გავა ეთერში.