გორში მყოფმა ცნობილმა რუსმა დისიდენტმა¸პოლიტიკოსმა და ადამიანის უფლებების დამცველმა ვალერია ნოვოდვორსკაიამ გორს "რუსეთის მუდმივი სირცხვილის ადგილი" უწოდა.
"გორი ეს არის რუსეთის მუდმივი სირცხვილის ადგილი, რადგან გავა საუკუნეები და არავის დაავიწყდება, რომ აქ რუსული ტანკები შემოვიდნენ რათა დაეპყროთ პატარა, უდანაშაულო, სუვერენული სახელმწიფო. რუსეთმა კიდევ ერთხელ მოიტეხა კისერი თავის მცდელობაზე დაებრუნებინა დსთ-ს სივრცე. რუსეთი შეიძლება დამთავრებული ქვეყანაა. ის მოკვდება თქვენ კი იცოცხლებთ. საქართველოს არ უნდა რცხვენოდეს გორის გამო", _ განაცხადა ნოვორვორსკაიამ გორში, რომელმაც დღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა. დღესვე მას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.