ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამარბერგი ცხინვალში ჩავიდა. ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, მასთან ერთად ცხინვალში ასევე ჩავიდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საქმის გამოძიებას უნდა შეუდგნენ.
დღესვე თომას ჰამარბერგი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის რწმუნებულს დავიდ სანაკოევს შეხვდება.
შეგახსებთ, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამარბერგი საქართველოში გუშინ სამდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა.