,,ეუთოს რეზოლუციაში საქართველოს შესახებ ბევრი დადებითი მომენტია", _ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგრეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ეუთოს მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას განაცხა.
,,ეუთოს რეზოლუცია პოლიტიკური განცხადებაა და მას იურიდიული ძალა არ აქვს. ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი დადებითი მომენტია საქართველოს შესახებ, რაც არის საქართველოს მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხრივ, საუბარია ლტოლვილების დაბრუნებაზე, ეუთოს მისიის აღდგენაზე, რაც მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. გვაქვს სხვადასხვა ვარიანტები. ასე, რომ, ეს არის მთავარი ამ რეზოლუციაში, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, სწორედ ეუთო-ს დაქვემდებარები მყოფი ორგანიზაცია ODIHR-ი იმყოფება საქართველოში, ასევე სამართლებრივ პროცესებს აკვირდება ევროკავშირის დამკვირვებელი თომას ჰამერბერგი. მხოლოდ მათი დასკვნების შემდეგ შეიძლება საუაბარი იმაზე არის თუ არა შერჩევითი სამართალი საქართველოში", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, აქამადე არასდროს არ ყოფილა პრეცენდენტი, რომ საქართველოს მთავრობა ასე პრინციპულად ცდილობდეს სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში.