საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყნის რეგიონული პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს.
,,საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა ჩვენ აღვიქვა უზარმაზარი დახმარება, ყველა იმ საკითხში რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ვილნიუსის სამიტის წინ საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის პროცესს", _განაცხადა შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.