სტამბულში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური პლენარული სესია გაიხსნა. ეუთო-ს 57 წევრი სახელმწიფოს დელეგაციები უსაფრთხოების, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები, რომელშიც ქართული დელეგაციის წევრები მონაწილეობენ. დილიდან გაიხსნა პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტის სხდომა, რომელმაც საბოლოო რეზოლუცია უნდა შეიმუშაოს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად დღეს თბილისიდან სტამბულში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძეც გაემგზავრა.
აბაშიძის განმარტებით, შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა რანგის წარმომადგენლებთან. უმრავლესობის წევრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი თემა კონფლიქტის ზონაში ეუთო-ს მისიის საქმიანობის აღდგენა იქნება.