,,არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ქართული საჯარისო დანაყოფები ავღანეთში საგანგებო სამიზნედ არიან ქცეულნი", _განაცხადა ჟურნალისტებთან ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ თალიბანების სახელით გავრცელებული მასალისა და ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის კომენტირებისას.
,,საქართველოს მთავრობამ მოითხოვა საერთაშორისო მხარდაჭერა გამოძიებისთვის. Nნატოს არ აქვს ასეთი დაზვერვის სისტემა, მაგრამ ვიცი, რომ მოკავშირეები მუშაობენ საქართველოს მთავრობასთან ერთად.Mმე რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ქართული საჯარისო დანაყოფები ავღანეთში საგანგებო სამიზნედ არიან ქცეულნი. ისინი მსახურობენ მეტად სახიფათო ადგილზე და ყველა სხვა ჯარისკაცებივით არიან სამიზნეები. თუმცა ჩვენ არ გვაქვს სპეციფიკური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართველი სამხედროები საგანგებოდ იყვნენ მიზანში ამოღებული. ჩვენ რაც მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისგან, თავდაცვის მინისტრისგან არის მყარი გადაწყვეტილება შევინარჩუნოთ კურსი", _განაცახდა აპატურაიმ.