2014 წლის სამიტის დღის წესრიგი ჯერ არ არის გასაზღვრული და არ არის გადაწყვეტილი თუ როგორ განვიხილავთ ამ საკითხებს ამ სამიტზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში საქართველოს პრემიერთან ერთად მოწყობილ პრესკონფერენციაზე კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ როგორ უყურებს პირადად გენმდივანი საქართველოს მიერ მაპის მოპოვების პროცესს, რამდენად შეძლებს საქართველო ახალ ეტაპზე გადასვლას და ზოგადად, რა განწყობა არის თვითონ ნატოში.
„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ფაქტობრივად საქართველომ აარჩია თავისი გზა იმ მიმართულებით რაც ჩვენ განვიხილეთ ბუქარესტში 2008 წელს. ეს არის ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ამბობს ძალიან განსაკუთრევბულ რამეს: როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ საქართველოს და უკრაინას გააჩნია სპეციალური კომისიები და ფაქტობრივად ჩვენ ჩამოვაყალბეთ ნატო საქართველოს კომისია 2008 წელს იმისათვის, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაგვედგა ბუქარესტის სამიტრის შემდეგ. ეს გადაწყვვეტილება, როგორც უკვე ვახსენე იყო ის, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ამისათვის საჭირო ყველა აუცილებელ მოთხოივნას დააკმაყოფილებს", _ განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა, რომ ნატო- საქართველოს კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ 2008 წელს ნატოს სამიტზე დასახული მიზანი მიღწეული იქნეს..
„ეს არის ასევე ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით ბატონ პრემიერ მინისრთან და ჩვენ უკვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე რაც აუცილებელია მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
საქართველომ რეალურად მართლაც დიდი პროგრესი აჩვენა და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივად, ერთობლივ თანამშრონლობასაც მივაღწევთ.
ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ნატოს კარი ღიად რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აუცილებელ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ", _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.