ანდერს ფოგ რასმუსენმა იმედი გამოთქვა, რომ უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანიობა და ძირითადი ფუნდამენტური უფლებები. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოფ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდმაზე განაცხადა და კიდევ ერთელ ისაუბრა საქართველოს წვლილზე ავღანეთში.
,,ჩვენს დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს მსხვერპლს, საქართველოს წვლილს ავღანეთის ოპერაციაში. Yყველა ჩვენი მოკავშირის სახელით მინდა თანაგრძნობა გამოვხატო იმ ჯარისკაცების ოჯახების მიმართ ვინც დაიღუპა", _განაცახდა რასმუსენმა.
მისივე განმარტებით, ნატო დაეხმარება საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში.
,,მე იმედი მაქვს პრემიერ-მინისტრო, რომ უზრუნველყოფილი იქნება კოჰაბიტაცია, სამართლიანობა, დაცული იქნება ძირითადი ფუნდამენტური უფლებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი ძალისხმევა იქნება განხორციელებული ქართველი ხალხის სასკეთოდ. ჩვენ კვლავაც დავეხმარებით საქართველოს ძირითადი რეფორმების განხორციელებაში და ველოდებით თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს", _განაცახდა რასმუსენმა და აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭრს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.