იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ბიურის სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტს უამრავი საკითხი აქვს განსახილვველი დეპუატატები კი დილით ჩანიშნულ კომიტეტების სხდომაზე არ დადიან, რის გამოც საკმარისი კვორუმი არ არის და კომიტეტი დროულად ვერ იწყება.
„გააჩერეთ დრო, რადგან კომიტეტს უამრავი საქმე აქვს განსახილველი ეს დეპუტატები კი კომიტეტზე არ დადიან. ვერ დადიან კი არა სპეციალურად არ დადიან,"- ამბობს ხმალაძე.
ხმალაძის ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა და განუცხადა, რომ თუ საქმე ბევრია და თავს ვერ ართმევს, თანამდებობა დატოვოს, რაზედაც ხმალაძემ განუცხადა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობას სიამოვნებით დატოვებდა.
მასალის გამოყენების პირობები