25 ივნისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საჯარო ლექცია გამართა თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში, რომელსაც დაესწრნენ უნივერსიტეტს ბიზნესის, სამართლისა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები.
„საჯარო ლექცია უნივერსიტეტში სტუდენტების თხოვნით გაიმართა. ვისაუბრეთ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე, საქართველოს საფინანსო სისტემაზე, ბიუჯეტზე. ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და დაისვა საკმაოდ მწვავე შეკითხვებიც. შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის მომავალშიც გაგრძელდება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
როგორც ლექციის მიმდინარეობისას აღინიშნა, ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.