თბილისში გვიან ღამით ჟენევიდან დაბრუნებულმა სოზარ სუბარმა ოპოზიციაში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა, რომ "ოპოზიციის კონსულტაციები ზურაბ ნოღაიდელის დაჯგუფების სახეს იღებს".
მისი თქმით, თუ ალასანია ჩაერთვენა არა მარტო პრაიმერში არამედ ნებისმიერ კონსულტაციებში, სადაც ზურაბ ნოღაიდელი მონაწილეობს, ალიანსისა და ალასანიას გზები გაიყოფა.
სუბარის შეფასებით, ოპოზიციასთან ერთობა საჭიროა, მაგრამ იმავდროულად ეს ყველასთან შეუძლებელია. ის რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ალიანსი მიიღებს მონაწილეობას უკვე ცნობილია, თუმცა გასარკვევია ეს მოხდება მერის კანდიდატის თუ მის გარეშე. როგორ ალიანსში აცხადებენ კონსულტაციები ამ თემაზე ალიანსში ჯერ არ მიმდინარეობს.
"მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ბატონი ნოღაიდელი არა მხოლოდ მონაწილეობს პრაიმერთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში არამედ წამყვან როლსაც ასრულებს და პრაქტიკულად იკვეთება, რომ ეს ყველაფერი იღებს ზურაბ ნოღაოდელის დაჯგუფების ხასიათს. თუ ეს ასე იქნება მაშინ ცხადი იქნება რომ ჩვენი გზები გაიყარა", _ აცხადებს სოზარ სუბარი.