"ვისაც იმედი აქვს, რომ საქართველო დაიჩოქებს _ საქართველო არასოდეს არ დაიჩოქებს, დაიჩოქებს ის ხალხი ვინც დაიჩოქა უკვე. მე ვუყურე მათ საცოდაობას. მე ეს ხალხი მეცოდება, იმიტომ რომ ის ხალხი ვინც ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა ღირსებაზე, ჩვენ გვეუბნებოდა, რომ მთავრობამ წაგვართვა ღირსება, რომელიც ახლა არის თბილისში. ამაზე მეტი უღირსობა რაღა უნდა უნდა ჩაიდინო თუ არა საკუთარ მტერს ჩაუვარდე მუხლებში და ფეხები დაუკოცნო. რა არის კიდევ უფრო დიდი უღირსობა? კიდევ უფრო დიდი უღირსობა რა მოუგონია კაცობრიობას თუ არა საკუთარი ქვსეყნის გაყიდვა და საკუთარი ქვეყნის მტერთან ჩახუტება", _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კოჯორში იუნკერების საფლავზე შეკრებილი ახალგაზრდობის წინაშე გააკეთა.
მისვე თქმით, საქართველოს საუკეთესო ნაწილი აფხაზეთის სახით არის ოკუპირებული, 500 ათასი საქართველოს მოქალაქე არის საკუთარი სახლიდან გამოყრილი.
"ოკუპანტებთან თანამშრომლობა ითვლებოდა სირცხვილად ოკუპირებულ საფრანგეთში, ოკუპირებულ ევროპაში _ ყველგან სადაც იყო ოკუპაცია და ყველგან სადაც იყვნენ ოკუპანტი კოლაბორაციონისტები. ის ვოინც ოკუპანტს ეთანამშრომლება ოკუპაციის საქმეში იმას ღირსება არ შეიძლება გააჩნდეს. მაგრამ იმ ერს რომელიც თავს არ ხრის მიუხედავად ოკუპაციისა, იმ ქვეყანას აქვს დიდი ღირსება, დიდი სიამაყე და თავისუფალ საქართველოს ერთი მუჭა კოლაბირაციონისტები ჩრდილს ვერ მიაყენებენ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ თავისუფალი საქართველო შედგა და ეს შეუქცევადი პროცესია.