"რესპუბლიკური პარტიის" და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით ბიძინა ივანიშვილს საქართველოს კანონმდებლობით თანამდებობაზე დარჩენის ვადა მხოლოდ 2014 წლის იანვრამდე აქვს. ვახტანგ ხლამაძე გაზეთ " პრაიმ-ტაიმთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობაზე საუბრობს.
"ბიძინა ივანიშვილი დღეს არის საფრანგეთის მოქალაქე, მას არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა...
-რატომ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას ბიძინა ივანიშვილი?
- ეს ჰკითხეთ ივანიშვილს. მე არ მიკითხავს და არ ვიცი პასუხი. მე ნუ მეკითხებით ამას
- როდესაც ეს მუხლი გაუქმდება, მაშინ ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის უფლება ავტომატურად გაუუქმდება, რადგან მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს?
- 2014 წლის პირველი იანვრიდან, როცა გაუქმდება ჩანაწერები, რომ ევროკავშირის მოქალაქეს არ აქვს უფლება, იყოს ქვეყნის პრემიერი ან პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილს არარ ექნება უფლება, იყოს პრემიერ-მინისტრი.
-ანუ კანონგარეშე გამოცხადდება?
- მას ავტომატურად შეუწყდება პრემიერობა, თუ მანამდე თავარ არ გადადგა ამ პოსტიდან
-გამოდის 2014 წლის იანვრამდე აქვს მას თანამდებობაზე დარჩენის ვადა?
-დიახ, ასეა.