საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. ამ მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს ჟორჟოლიანი მიმდინარე კვირას მიმართავს.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეში პრეზიდენტი აღარ იქნება, მაგრამ იმპიჩმენტი საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს დამნაშავე რეჟიმის დამღუპველი ქმედებები და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იმედოვნებს, რომ მის ინიციატივას პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს.