დღეიდან, 24 ივნისიდან, ისრაელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედეიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პესთან, იერუსალიმის პატრიარქთან თეოფილოს III-სთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ქსენეთის სპიკერ იული ედელშტეინთან, ქსენეთის წევრებთან.
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართველ ებრაელებთან და წამყვან ებრაელ ბიზნესმენებთან.
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები წმინდა ადგილებს მოილოცავენ.