ბოსნია-ხორვატიის ფედერაციის პრეზიდენტი ჯივკო ბუდიმირი მექრთამეობისათვის დააკავეს. ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელი, რომელიც ბოსნია-ჰერცოგოვინის შემადგენლობაში შედის ქალაქ მოსტარში დააკავეს, მაშინ როდესაც ის ქრთამს იღებდა მსჯავრდებულებისათვის ამნისტიის მინიჭებისათვის.
გარდა პრეზიდენტისა დაკავებულია კიდევ 19 ბოსნიელი ჩინოვნიკი. ამჟამად პროკურატურა დაკავებულებისათვის ბრალის წასაყენებლად ემზადება. პრეზიდენტისა და ჩინოვნიკების ოფისებში ჩხრეკა უკვე ჩაატარეს.
სპეცოპერაცია ექვს საათს გრძელდებოდა და იგი უმსხვილესი გახდა ბოსნია-ჰერცოგოვინაში ჩატარებულ ანტიკორიფციულ ოპერაციებს შორის.