ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებით, ირანი მზადაა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებულ კონფლიქტში შუამავლის როლი შეასრულოს. მისივე თქმით, რეგიონში ომის წამოწყება სრულიად მიუღებელია და ამიტომ მან ორ სახელმწიფოს მეგობრული რჩევით მიმართა.
"მე, როგორც თქვენი მეგობარი, ვიმედოვნებ გამოიჩენთ სიბრძნეს და პრობლემებს ასე გადაჭრით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. აუცილებელია დიპლომატიური მოლაპარაკებები და მზად ვარ ვიშუამდგომლო თქვენს შორის. ჩვენი მტრები რეგიონში ვითარების დაძაბვას ცდილობენ, მაგრამ ომის წამოწყება სრულიად მიუღებელია" ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ, სეულმა ფხენიანს გარკვეული პირობები წამოუყენა, რომლის მიუღებლობის შემთხვევაში „სერიოზული" ზომების მიღებით იმუქრება. A