18 თებერვალს, 11 საათზე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, ,,საქპატენტის" საკონფერენციო დარბაზში, საქპატენტის გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე და ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი მედიცინის სფეროს დარგობრივ სპეციალისტებთან ერთობლივ შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრის მონაწილენი განიხილავენ საქართველოს ტერიტორიაზე მრავალწლიანი გამოყენების შედეგად წამლის გვარეობით სახელად ქცეული ისეთი მედიკამენტების ნუსხას, როგორიცაა: "ანალგინი", ,,კლოფელინი", ,,ასკოფენი", ,,ციტრამონი" და სხვ. ამ ტიპის უკვე დამკვიდრებული წამლების დასახელებები საქპატენტში სასაქონლო ნიშნად არ დარეგისტრირდება, რათა აღიკვეთოს მონოპოლიზაციის მცდელობა გარკვეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან და მათზე ფასები დარეგულირდეს ბაზარზე ჯანსაღი და კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში.