აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფედერალური გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, ტექნიკური და ინტელექტუალური მხარდაჭერის პერსპექტივები განიხილეს.
შსს-ს ინფორმაცით, მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან დოქტორ ელიზაბეტ შერვუდ-რანდოლტთან. ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს საუბრის დროს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 თებერვალს დასრულდება.