2012 წლის 30-31 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ესტუმრება.
ტალინში მაია ფანჯიკიძე ესტონეთის პრეზიდენტს, ტომას ჰენდრიკ ილვესს და ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, ანდრუს ანსიპს შეხვდება.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს ასევე თავის ესტონელ კოლეგასთან, ურმას პაეტთან. დაგეგმილია მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრს ესტუმრება. დაგეგმილია მინისტრის ინტერვიუები ესტონურ მედიასთან.